Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 78% აცხადებს, რომ 2024 საპარლამენტო არჩევნების დანამდვილებით 5%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარების შემთხვევაში, ხმას მისცემდა რჩეულ პარტიას, მიუხედავად ბარიერის გადალახვის დაბალი შანსისა.
კითხვაზე, "თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დანამდვილებით 5%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, თქვენ:", პასუხები ასე ნაწილდება:
- ხმას მისცემდით თქვენ რჩეულ პარტიას, მიუხედავად ბარიერის გადალახვის დაბალი შანსისა - 78%
- ხმას მისცემდით ისეთ პარტიას, რომელსაც 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის მეტი შანსი აქვს - 16%
- საერთოდ არ მისცემდით ხმას - 6%
კვლევის თანახმად, საკუთარ პოლიტიკურ არჩევანში ამომრჩეველთა 69%-ია დარწმუნებული.
კითხვაზე, "რამდენად დარწმუნებული ხართ თქვენს არჩევანში", პასუხები ასე ნაწილდება:
- ყველა ამომრჩეველი - დარწმუნებული 69%, შეიძლება შევიცვალო აზრი 31%
- ქართული ოცნება - დარწმუნებული 84%, შეიძლება შევიცვალო აზრი 16%
- გამარჯვების პლატფორმა - დარწმუნებული 79%, შეიძლება შევიცვალო აზრი 21%
- საქართველოსთვის - დარწმუნებულია 58%, შეიძლება შევიცვალო აზრი 42%
- გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - დარწმუნებულია 46%, შეიძლება შევიცვალო აზრი 54%
- ლელო - დარწმუნებულია 55%, შეიძლება შევიცვალო აზრი 45%
- სხვა პარტიები - დარწმუნებულია 46%, შეიძლება შევიცვალო აზრი 54%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.