Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება არ აკეთებს საკმარისს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად.
ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 94% ფიქრობს, რომ მოსახლეობა/ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
გარდა ამისა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ მოსახლეობის 51%-ის მოლოდინია, რომ 2023 წლის შემოდგომაზე საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 28% ფიქრობს, რომ საქართველო დანამდვილებით მიიღებს სტატუსს, ხოლო 21% - დანამდვილებით ვერ მიიღებს.
კვლევის სრული შედეგები, მათ შორის პოლიტიკური რეიტინგები, დღის განმავლობაში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.