logo
ENG

Edison Research: 73% თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება

09 სექ 202122:22
3 წუთის საკითხავი
clock 527

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს LGBTQ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება. 

შესაბამისად,  27% ამბობს, რომ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება სახელმწიფომ არ უნდა უზრუნველყოს. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 

 

close დახურვა