სპეციალისტები და პარტიები Edison Research-ის კვლევის სხვა მიგნებებსაც სწავლობენ. რა დასკვნა უნდა გამოიტანონ პოლიტიკურმა ძალებმა გამოკითხვის შედეგიდან. პარტიული თვალსაზრისით, მთავარი გამოწვევა ბარიერია. ოცნების დამარცხებისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს 5%.
კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციამ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს სოციალურ საკითხებს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ შეძლებს, გაუმკლავდეს პრობლემებს. Edison Research-ის კვლევა ადასტურებს, რომ მოქალაქეების უმრავლესობას ცვლილება სურს და ძლიერ ალტერნატივას ითხოვს.