logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 62% სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება

28 სექ 202317:07
3 წუთის საკითხავი
 

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 62% საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება.

კითხვაზე, "რამდენად ემხრობით ან ეწინააღმდეგებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს", პასუხები ასე ნაწილდება:

  • ვეწინააღმდეგები - 62%
  • ვემხრობი - 38%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.


close დახურვა