logo
ENG



Edison Research: 18-24 წლის მოსახლეობის 82%-ის აზრით, რუსული კანონი საჭირო არაა

14 მაი 202418:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/wtbe97dui7bhphl.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, 18-24 წლის მოსახლეობის 82%-ის აზრით, რუსული კანონი საჭირო არაა.

ამავე კვლევის მიხედვით, 18-24 წლის მოსახლეობის 77% ფიქრობს, რომ რუსული კანონი ემსახურება არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას. გარდა ამისა, 18-24 წლის მოსახლეობის 89%-ს აზრით, კანონი გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე. ამასთან, 18-24 წლის მოსახლეობის 88% ფიქრობს, რომ თუ რუსული კანონი მიიღეს, ეს შეამცირებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს. 

***

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.

 

 


close დახურვა