Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას მათ ქალაქში, მერის არჩევნები რომ დღეს ჩატარებულიყო (თბილისს გარეთ), მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
კანდიდატი ქართული ოცნებიდან - 35%;
ოპოზიციის საერთო კანდიდატი - 33%;
გახარია - საქართველოსთვის კანდიდატი - 15%;
არცერთი მათგანი - 6%;
არ ვიცი/უარი პასუხზე - 11%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.