logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 41% 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

09 სექ 202122:21
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 10

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა, 41%, 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. 

კვლევის მიხედვით, 27% ამბობს, რომ მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებს ეკისრება, 11% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელი ოპოზიციაა, 9%-ის აზრით პასუხისმგებლობა პრო-რუსულ ძალებს ეკისრება, 6% თავად მედიას აკისრებს პასუხისმგებლობას, ხოლო 6% - საპატრიარქოს.  

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 

 

 


close დახურვა