Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობა, 51%, ამბობს, რომ სურს, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და არ უნდა, რომ ქართულმა ოცნებამ აიღოს ხმების მინიმუმ 43%. საპირისპიროს მოსახლეობის 38% ამბობს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.