logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

19 სექ 202422:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/19/q8owan7si473142.jpg

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 36% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 

ამჟამინდელი მონაცემების წინა კვლევებთან შედარება ასე გამოიყურება.

 

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 1.09-15.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95% იანი სანდოობის ზღვრისთვის.

 

 

close დახურვა