Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 85% NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს.
შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, პასუხები ასე გადანაწილდა:
- მხარს ვუჭერ - 85%
- ვეწინააღმდეგები - 15%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%.
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.