Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 14% კი წინააღმდეგია.
ამავე კვლევის ფარგლებში, კითხვაზე: რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დაუჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის გამო - 47%
- ეკონომიკური სარგებლის მიღების გამო - 30%
- დემოკრატიის განვითარების გამო - 14%
- საქართველოს ევროპული იდენტობის გამყარების გამო - 9%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.