logo
ENG



Edison Research: მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, 5-6 ივლისის შემდეგ გომელაური უნდა გადამდგარიყო

09 სექ 202122:26
3 წუთის საკითხავი
 

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობა - 56% ამბობს, რომ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, უნდა გადამდგარიყო. შესაბამისად, საპირისპიროს 44% ამბობს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

 


close დახურვა