logo
ENG



Edison Research: უმეტესობის აზრით, შეთანხმების ანულირება ნეგატიურად მოქმედებს ქვეყანაზე

09 სექ 202121:53
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 11

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის ყველაზე დიდ წილს - 39%-ს მიაჩნია, რომ საქართველოზე ნეგატიური გავლენა ექნება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, გასულიყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან. მხოლოდ 15% ამბობს, რომ ამას პოზიტიური გავლენა ექნება.

გარდა ამისა, უმეტესობა (44%), ამბობს, რომ მისი აზრით, შეთანხმების ანულირება ნეგატიურად აისახება ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. საპირისპიროს 29% ამბობს.

ამასთან, უმეტესობა (44%) ფიქრობს, რომ ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება ზრდის პოლიტიკური პოლარიზაციის დონეს ქვეყანაში.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.


close დახურვა