Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
კითხვას - "თქვენი აზრით, ხდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან სასულიერო პირების პირადი ინფორმაციის მოსმენა, რათა შემდგომ ჩანაწერების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მოხდეს?" - 55% დადებითად პასუხობს, 45% კი ამ დებულებას არ ეთანხმება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა.
პირისპირი მეთოდით გამოიკითხა 1500 ადამიანი.
გამოიკითხნენ 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.