logo
ENG



F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაიწყო

19 აგვ 202323:20
3 წუთის საკითხავი
 
F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაიწყო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაიწყო.

მისივე თქმით, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ჩატანა უკრაინაში მას შემდეგ დაიწყება, რაც მფრინავები წვრთნებს დაასრულებენ.

გარდა ამისა, ტექნიკური პერსონალი, ინჟინრები და მფრინავები ინგლისურ ენასაც სწავლობენ.

"თვითმფრინავების მიღებაზე საუბარი მაშინ დაიწყება, როცა მფრინავები და პერსონალი სრული გადამზადების და შესწავლის კურსს გაივლიან. ამის შემდეგ გვეცოდინება რამდენ თვითმფრინავს მივიღებთ. შესწავლის მინიმალური კურსი 6 თვეს შეადგენს", - თქვა რეზნიკოვმა.

18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ


close დახურვა