logo
ENG



FCTC:პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ბავშვებისთვის თამბაქოს ხელმისაწვდომს გახდის

16 მაი 202018:06
3 წუთის საკითხავი
 
vkq7xhu8efttis8.jpg

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" პარლამენტში მეორე მოსმენით იმ კანონპროექტის განხილვას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, როგორც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, თამბაქოს კონტროლის კანონი დაიშლება. 

ორგანიზაცია საკანონმდებლო ცვლილების პროექტს აპროტესტებს. "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასეთი ტიპის კანონის დაჩქარებული წესით განხილვა კორუფციულ ნიშნებზე მიუთითებს. 

"ინიციატორის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა იმიტომ მოამზადეს, რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ერთი კოლოფი სიგარეტის დასამზადებლად საჭირო თუთუნი. არადა, „თამბაქოს კონტროლის“ კანონის მთავარი მიზანი და არსია თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილების და მისი მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება. ამასთან, ერთი კოლოფი სიგარეტის წარმოებისთვის მხოლოდ თუთუნი არ კმარა და ფასიც გაცილებით მეტია ვიდრე 50 გრ. შეფუთვა თუთუნი ღირს. დღეის მონაცემებით, 50-გრამიანი შეფუთვით თუთუნი მომხმარებელს 3-4 ლარი უჯდება, 15-გრამიანი შეფუთვა, სავარაუდოდ, 1-1.5 ლარი ეღირება, ანუ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 50 და 100 გრ შეფუთვა სწორედ ამ ხელმისაწვდომობის პრევენციას და უკვე არსებული მომხმარებლების შემცირებას ისახავდა მიზნად.

მტკნარი სიცრუეა, თითქოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ევროკავშირში თუთუნის მინიმალური სტანდარტული შეფუთვა 30 გრამია, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის ხელმისაწვდომობას ზღუდავს. საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამ საკითხის მეორედ გატანა ფორსირებულად ხდება. მაშინ, როდესაც თითქმის წელიწადია ველოდებით „თამბაქოს კონტროლის“ კანონის აღსრულების შესახებ საპარლამენტო მოკვლევის შედეგების დამტკიცებას, განსაკუთრებით საეჭვო ჩანს საგანგებო მდგომარეობაში კორუფციული გარიგებების ნიშნების მატარებელი, კანონპროექტის პრიორიტეტულად განხილვა.

მოვითხოვთ: ზემოაღნიშნული კანონპროექტი ავტორებმა დაუყონებლივ გაიწვიონ პარლამენტიდან; მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მივმართავთ მთავარ პროკურორს, დაიწყოს ამ პროცესში შესაძლო სისხლის სამართლებრივი ნიშნების არსებობის მოკვლევა; პარლამენტმა, უახლოეს სასესიო სხდომაზე მოახდინოს „თამბაქოს კონტროლის“ კანონის აღსრულების მოკვლევის შედეგების და რეკომენდაციების დამტკიცება“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა