logo
ENG



FT: ჟენევის მოლაპარაებებზე აშშ-ის სამშვიდობო გეგმა 28 პუნქტიდან 19-მდე შემცირდა

24 ნოე 202520:26
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/24/9catp5y66pvt2t5.png

შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა გადაიხედა და ის 28 პუნქტიდან 19-მდე შემცირდა.

ამის შესახებ Financial Times მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რომელი პუნქტები ამოიღეს სამშვიდობო გეგმიდან.

გამოცემა ასევე წერს, რომ ამ კვირაში მოსალოდნელია შემდგომი შეხვედრები, რომელსაც ასევე დაესწრებიან საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები. არ არის გამორიცხული, NATO-ს გენერალური მდივნისა, პოლონეთისა და ფინეთის ლიდერების შეერთებაც.

ცნობისთვის, 23 ნოემბერს ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ მათ „განახლებული“ სამშვიდობო დოკუმენტი შეიმუშავეს.


close დახურვა