logo
ENG



Facbook საქართველოში პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის

15 ივლ 202023:57
3 წუთის საკითხავი
 
ya90a0kiql20fvd.jpg

 

2020 წლის აგვისტოდან Facbook საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის. აღნიშნულზე ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი, მიხეილ ბენიძე ავრცელებს.

როგორც ბენიძე აცხადებს,  იმ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც 29 ივნისს Facebook-ს ღია წერილით მიმართეს და სთხოვეს, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნებზე დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოეყენებინა, Facebook-მა საპასუხო წერილი მისწერა.

„2020 წლის აგვისტოდან, ჩვენ სავალდებულოს გავხდით საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას. ეს გამჭვირვალობის წარმოუდგენელ დონეს შექმნის და მომხმარებელს შეეძლება ნახოს თუ ვინ და რატომ ცდილობს არჩევნებში მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს“,-ნათქვამია წერილში.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ მომავალი კვირის განმავლობაში Facbook პოლიტიკური რეკლამის მწარმოებლებს მიაწვდის ინფორმაციას რეკლამების გამჭვირვალობის შესახებ.

„მომდევნო კვირაში ჩვენ დავუკავშირდებით პოლიტიკური რეკლამის მწარმოებლებს, რათა დავრწმუნდეთ აქვთ თუ არა მათ ყველა საჭირო ინფორმაცია, რეკლამის გამჭვირვალობის მოთხოვნების შესაბამისად“,-ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, 29 ივნისს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ Facebook-ს ღია წერილით მიმართა. მედია და აქტივისტები, მათ შორის „ფორმულა“, Facbook-ის ადმინისტრაციას სთხოვდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოეყენებინა.

 

 


close დახურვა