logo
ENG



Facebook: საქართველოსთვის საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია სავალდებულოა

06 აგვ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 
tsdkbxy7x7vzvog.jpg

Facebook-მა დამატებით 32 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია სავალდებულო გახადა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. მოთხოვნა დღეიდან, 6 აგვისტოდან, უკვე ამოქმედებულია.

მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და რეკლამას მიუთითოს, თუ ვის მიერ არის დაფინანსებული (Paid for by). ასევე, რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს შეეძლებათ, რომ შეიტანონ თავიანთი რეკლამა "რეკლამის ბიბლიოთეკაში შვიდი წლის ვადით".  

Facebook აღნიშნავს, რომ ამით ხელს უწყობენ ჯანსაღ დისკუსიასა და პოზიტიური როლი შეაქვთ ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაში.

29 ივნისს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ Facebook-ს ღია წერილით მიმართა. მედია და აქტივისტები, მათ შორის ფორმულა, Facebook-ის ადმინისტრაციას სთხოვდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოეყენებინა.


close დახურვა