logo
ENG



Facebook Shops - სოციალური ქსელის პლატფორმაზე ყიდვა-გაყიდვის სერვისი ამოქმედდა

20 მაი 202010:26
3 წუთის საკითხავი
 

„ფეისბუკი" მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის პლატფორმაზე ყიდვა-გაყიდვის სერვისი - Facebook Shops-ი ამოქმედდა.

გადაწყვეტილება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ კოვიდ 19-ის პირობებში, პრობლემების მქონე ბიზნესის მხარდასაჭერად მიიღო. სერვისი ბიზნესებს საკუთარი ონლაინ მაღაზიის უფასოდ დარეგისტრირებისა და ვაჭრობის საშუალებას, პირდაპირ პლატფორმდან აძლევს.

დაგეგმილია სერვისის WhatsApp-სა და Messenger-ში ამოქმედებაც. პროდუქტის პრეზენტაციისას კომპანიამ სამომავლოდ Live Shopping-ის ფუნქციის დამატებაც დაანონსა. ახალი სერვისით სოციალური ქსელი Amazon-ისა და eBay-ის ოპონირებას გეგმავს. 


close დახურვა