logo
ENG



Fair Trees Fund: კანონის გამო, იძულებული ვართ შევწყვიტოთ ბავშვთა უფასო კლინიკის გახსნა

30 მაი 202409:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/30/bqmb7tdzr78lwvx.jpg

ფონდი ფეა თრიიზ აცხადებს, რომ რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, იძულებული არიან 2023 წელს ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაწყებული თანამშრომლობა ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით, შეწყვიტონ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში ონის მერის სახელზე გაგზავნილ წერილს აქვეყნებს. მათი თქმით, რუსული კანონის ამოქმედება "უკვე უარყოფითად აისახა ფონდის საქმიანობაზე".

"28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე. სამწუხაროდ, იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. პროექტზე მუშაობის დაწყება შესაძლებელი გახდა ონის მოსახლეობის დიდი თხოვნის და აქტიური ჩართულობის შედეგად.

ვგრძნობთ რა ანგარიშვალდებულებას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, გიზიარებთ ონის მერიისთვის გადაგზავნილ წერილს, რომელშიც ახსნილია გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. ვიმედოვნებთ, ქვეყანაში მალე დაბრუნდება არასამთავრობო სექტორის მიმართ კეთილგანწყობილი საკანონმდებლო ბაზა და შესაძლებლობა მოგვეცემა განვაგრძოთ საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი პროექტების განხორციელება.

დაზუსტება: ინფორმაცია ეხება ქ. ონში დაგეგმილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ქ. ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, ჩვენი ფონდის კლინიკას", - წერია განცხადებაში.


close დახურვა