Fox News-ის საინფორმაციო გამოშვებაში მარნეული ჯორჯიის შტატს მიაკუთვნეს - გამოშვებაში აშშ-ში გამართულ აქციებზე იყო საუბარი და ერთ-ერთ კადრად მარნეულში ჩატარებული აქციის ამსახველი ვიდეომასალა გავიდა.
რუკაზე მარნეული ვერმონტის შტატის ქალაქ მონპელიეს, ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდისა და ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ოლბანის გვერდით აჩვენეს, როგორც ჯორჯიის შტატის ერთ-ერთი დასახლება.