logo
ENG



Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელმა დაიწია

20 აპრ 202218:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/y21lnpst1bel58k.jpg

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია. რეიტინგის თანახმად, დემოკრატიის მაჩვენებელი 3,18-დან 3.07-მდე შემცირდა.

Freedom House-ის ანგარიშში Nations in Transit 2022 შეფასებულია რეგიონებში დემოკრატიის მდგომარეობა. რეიტინგი გასული წლის მოვლენების გათვალისწინებითა და შვიდი ინდიკატორის მიხედვით შედგა: ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, მედიის დამოუკიდებლობა, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა, სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებლობა, კორუფცია, სამოქალაქო საზოგადოება.

რეიტინგი ეფუძნება 1-დან 7-მდე სკალას, სადაც 7 დემოკრატიის უმაღლესი მაჩვენებელია. ამის მიხედვით Freedom House თითოეულ ქვეყანას ერთ-ერთი რეჟიმის ტიპს მიაკუთვნებს. საქართველოს შემთხვევაში კი ეს "გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმია".

"ქვეყნები, რომლებიც იღებენ ამ ქულას, როგორც წესი, ელექტორალური დემოკრატიებია, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები მყიფეა და არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვაში", - აღნიშნულია ანგარიშში. 


close დახურვა