logo
ENG



G20-ის წევრმა ქვეყნებმა გლობალურ ეკონომიკაში 5 ტრილიონი დოლარის ინვესტირების პირობა დადეს

27 მარ 202011:24
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ოცეულის ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გლობალურ ეკონომიკაში 5 ტრილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირების პირობა დადეს.

საგანგებო ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ, წევრმა ქვეყნებმა ერთობლივი კომუნიკე გამოაქვეყნეს, სადაც ხაზგასმულია კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი ფრონტის შექმნის აუცილებლობა. 

დოკუმენტში ასევე წერია, რომ დიდი ოცეულის წევრი ქვეყნები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და რეგიონულ ბანკებთან თანამშრომლობით, განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად, ფინანსური დახმარების პაკეტს შექმნიან. 


close დახურვა