logo
ENG



G7-ის გადაწყვეტილებით, $50 მლრდ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან სესხის სახით გადაეცემა

13 ივნ 202422:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/dl4hqh2fvl9mynu.jpg

დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებით, უკრაინას 50 მილიარდი დოლარი გაყინული რუსული აქტივებიდან სესხის სახით გადაეცემა. ინფორმაცია ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

"მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინის დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ, დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობით მიმდინარე წლის ბოლომდე, სესხის მეშვეობით, რომელიც შეიძლება დაიფაროს დამატებითი შემოსავლებით ჩვენს იურისდიქციაში გაყინული რუსული აქტივებიდან", - განაცხადა იტალიის პრემიერმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ შემთხვევაში არ არის საუბარი აქტივების ჩამორთმევაზე, არამედ "მათზე დროთა განმავლობაში დაგროვილ პროცენტზე."

უკრაინის ამ გზით დახმარების წინადადება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წამოაყენა.

წინადადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა თავისი მოკავშირეებისგან ახლავე მიიღებს 50 მილიარდს, ხოლო სესხი დაიფარება პროცენტის საშუალებით გაყინული რუსული ოქროსა და სავალუტო რეზერვიდან, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. ისინი ინახება დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში და წელიწადში რამდენიმე მილიარდი შემოსავალი მოაქვს.


close დახურვა