დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ.
წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტი თანხაც გასცენ.
G7-ის მიერ გამოყოფილი თანხა მოიცავს 19 მილიარდ დოლარსაც, რომელიც უკრაინას ევროკავშირმა გამოუყო.
გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დიდი ოცეულისთვის უკრაინის მხარდაჭერა პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
"ჩვენი დახმარების მთავარი ნაწილი საჰაერო თავდაცვაა, რადგან თითოეული რუსული რაკეტა, რომელსაც უკრაინა ანადგურებს, ნიშნავს ოდნავ ნაკლებ ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ G7-ის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით, გავაღრმაოთ თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვაში", – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.