გაფიცვას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილიც უერთდება.
"ჩვენ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (თბილისის წარმომადგენლობა) სტუდენტთა ნაწილი, უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლად, ვაცხადებთ გაფიცვას და ვუერთდებით სხვა სტუდენტებსა და იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლისთვის! უარს ვამბობთ აკადემიურ სივრცეში ლექციებზე დასწრებაზე!", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე 15-მდე უნივერსიტეტის სტუდენტი გაიფიცა და აუდიტორიაზე სწავლების განახლებაზე უარი განაცხადა.