logo
ENG



GWP-ის თანამშრომლები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, კომპანია მათ გათავისუფლებით ემუქრება

27 იან 202112:13
3 წუთის საკითხავი
 

Georgian Water and Power-ის თანამშრომლები უკვე 2 დღეა, გაფიცულები არიან. 100-ზე მეტი თანამშრომელი ხელფასების მომატებას, ანაზღაურებად შვებულებას და სამედიცინო დაზღვევას ითხოვს. 

პასუხად კომპანიამ მათ მესიჯები დაუგზავნა, რომელიც ნათქვამია, რომ თუ თანამშრომლები მუშაობას არ გააგრძელებენ, ხელშეკრულებებს შეუწყვეტენ

"გაცნობებთ, რომ 25 იანვრიდან თქვენ არღვევთ GWP_სთან არსებული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ხელს უშლით კომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამოასწოროთ დარღვევა და განაახლოთ ვალდებულების შესრყლება. წინააღმდეგ შემთხვევაში 27,01,2021-დან შეგიწყდებათ ხსენებული მომსახურების ხელშეკრულება". - ნათქვამია მესიჯში

"გუშინ დაგვთანხმდმემ ელემენტარულზე - ექსკავატორებზე მომუშვეებისთვის ხელფასის 2 ტარიფი იყო და ვისაც უფრო დაბალი ჰქონდა, იმას მოემატებაო. ყველა სხვა რჩება ისე, მძღოლები რჩებიან ისე". - თქვა GWP ერთ-ერთმა თანამშრომელმა. 


close დახურვა