logo
ENG



GWP: აბონენტებს წყლის მიწოდება 23:00 საათიდან აღუდგებათ

17 ივნ 202401:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/ph7n13opf5y1caf.png

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, წყლის მიწოდება 17 ივნისის 23:00 საათიდან დაიწყება.

"მაგისტრალურ ქსელზე რთული ტექნიკური სამუშაოების გამო წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება ხვალ, 17 ივნისს, 23:00 საათიდან", - წერია შეტყობინებაში.

16 ივნისს კომპანია გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

მათი ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებებით აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე თქმით, აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება.


close დახურვა