logo
ENG



GWP: აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი

23 ივნ 202410:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/23/fc25gb4gxlts9se.jpeg

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, წიწამურის მიმდებარედ ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი.

კომპანიაში ამბობენ, რომ სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების კრიზისი სოფელ წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. წყალმომარაგებასთან პრობლემა უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში არის - თბილისის რამდენიმე უბანს წყალი გრაფიკით მიეწოდება, მცხეთასა და მიმდებარე სოფლებში ასევე წყლის პრობლემაა. 


close დახურვა