logo
ENG



GWP: დღის ბოლომდე გვეცოდინება, როდის დასრულდება სამუშაოები

18 ივნ 202412:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/18/gg7cwiedxs263ai.jpg

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) განცხადებით, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, თუ როდის დასრულდება სამუშოები. მათი თქმით, რამდენიმე საათია რაც წიწამურის მიმდებარედ მაგისტრალური მილსადენის აღდგენა მიმდინარეობს. 

"სრულდება მიწის სამუშაოები, კერძოდ კი, ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, უნდა მოხდეს გასუფთავება იმ დაზიანებული მონაკვეთის და იმ მეწყრული ზონის მოხსნა გრუნტის საფარის, რათა გვქონდეს წვდომა ჩვენს მაგისტრალურ მილსადენთან, რომ შეუფერხებლად ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშოები. 

დაგეგმილთან შედარებით, მოგვეცა საშუალება, რომ 12 საათით ადრე დაგვეწყო სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება. 

რაც შეეხება დასრულების დროს, ჩვენ უკვე უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება მას შემდეგ, რა გარკვეული პერიოდი გავა, კერძოდ კი დღეს, დღის ბოლომდე გვექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ დროის თაობაზე, რა დროსაც აღნიშნული სამუშაოები დასრულდება და მოვახდენთ ჩვენი მაგისტრალური მილსადენის სრულად აღდგენას", - განაცხადეს კომპანიაში. 

მათივე თქმით, წყალმომარაგების სისტემა საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი, რის შედეგადაც მომხმარებელთა რაოდენობა, ვისაც წყალი არ მიეწოდება, 100 000-დან 63 000-მდე შეამცირეს, რომლებსაც დღეს დილიდან სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.


close დახურვა