logo
ENG



Georgian Airways: ნუ შეიძენთ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთებს სხვა პირისგან, გარდა ოფიციალური წყაროსი

02 აპრ 202023:40
3 წუთის საკითხავი
clock 805
31a0ckcfibvq5vy.jpg

Georgian Airways საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, ქვეყანაში დასაბრუნებელი ბილეთები არ შეიძინონ სხვა წყაროსგან, გარდა ოფიციალური მხარისა.

" გთხოვთ, ნუ შეიძენთ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთებს ნებისმიერი სხვა პორტალის/პირისგან, გარდა კომპანიის ოფიციალური წყაროებისა (ამ შემთვევაში გარდა ჩვენი საიტისა). ადამიანები, რომლებიც ფლობენ ბილეთებს უახლოეს რეისებზე, არ შეუძლიათ მიყიდონ ბილეთები მესამე პირს, ან შეცვალონ სახელი ბილეთზე. გთხოვთ, ნუ ენდობით უცხო წყაროებს, გარდა ჩვენი ოფიციალურისა. იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ რაიმე სახის შემოთავაზება არაოფიციალური წყაროებისგან, გთხოვთ გვაცნობოთ და გადმოგვიგზავნოთ პირად შეტყობინებაში",-ნათქვამია განხადებაში. 


close დახურვა