logo
ENG



Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი ლელოს შეუერთდა

12 აგვ 202013:37
3 წუთის საკითხავი
clock 1698

Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი პოლიტიკურ პარტია ლელოში გაწევრდა. ამის შესახებ ცნობილი ლელოს დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა. 

თამაზ გაიაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში ჩართვა მისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა დღევანდელმა ხელისუფლებამ იმედები გაუცრუა და იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს, პარტია ლელოში გაწევრების გადაწყვეტილება მიიღო. 

"პოლიტიკაში ჩართვა ​ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო. 2012 წელს დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. მე დავკარგე იმედი და აქედან გამომდინარე დადგა ის დღე, როდესაც ყველა ადამიანი, რომლებიც თავისი შვილების ბედით არიან დაინტერესებული, რომ დავუტოვოთ ქვეყანა, რომელშიც ისინი იცხოვრებენ, შეწუხებულია ჩვენი შვილების მომავლით. მეტი გზა არ გვქონდა დარჩენილი, რომ გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის ბედზე. ჩვენი მესიჯის არა წადით, არამედ მოდით, ჩვენთან გაერთიანდით და ერთად ვაშენოთ ბედნიერი საქართველო",- განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.


close დახურვა