კომპანია Georgian Airways მგზავრების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. საუბარია 16 აპრილს დაგეგმილ რეისზე საფრანგეთის მიმართულებით, რომლის ფარგლებში რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. მგზავრებს უფლება ექნებათ შევიდნენ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან:
"• საფრანგეთის მოქალაქეები, ან მათი ოჯახის წევრები.
• საფრანგეთში მცხოვრები ნებისმიერი სხვა მოქალაქე (აქვს საფრანგეთის, ან ევროპის ბინადრობის ნებართვა ან საფრანგეთის D-ტიპის ვიზა) - მათ უნდა ჰქონდეთ მუდმივი საცხოვრებელი საფრანგეთში.
• უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ტრანსპორტირებს საერთაშორისო საქონელს.
• უცხო ქვეყნის მოქალაქე, ადამიანები ჯანდაცვის სფეროდან, ვინც მოგზაურობს კოვიდ-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით.
ადამიანები, ვინც მიემგზავრებიან სამშობლოში, საფრანგეთის გავლით, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
• ევროკავშირის / შენგენის ქვეყნების, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე.
• ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ანდორა, ნორვეგია, ვატიკანი, სან მარინო, შვეიცარია - ქვეყნების მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები.
• ნებისმიერი სხვა მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში (აქვს ბინადრობის ნებართვა, D ტიპის ტიპის ვიზა ან ევროკავშირის ოჯახის წევრის ნებართვა)",-ნათქვამია განცხადებაში.