HBO Max-მა საკუთარი პლატფორმიდან ფილმი „ქარწაღებულნი" ამოიღო. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ფონზე, სურათის ქვეტექსტი შესაძლოა მაყურებელმა არასწორად აღიქვას.
ოსკაროსან ფილმს აქამდეც ხშირად აკრიტიკებდნენ მონობის რომანტიზების გამო.
HBO-ში ვარაუდობენ, რომ ფილმს გაქირავებაში და საკუთარ პლატფორმაზე დააბრუნებენ, თუმცა საგანგებო დანართის თანხლებით. აღწერაში იმ პერიოდის შესახებ იქნება მოთხრობილი, როცა ფილმში მოქმედება ვითარდება.