logo
ENG



HRC-ს მონიტორს სააკაშვილი-ჯანაშიას წინაღმდეგ მიმდინარე სასამართლო სხდომა დაატოვებინეს

13 ოქტ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 
nansparr0amenli.jpeg

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო სხდომას ვერ დააკვირდა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, სხდომა საიდუმლო ინფორმაციის გამოკვლევის მოტივით დახურულად გამოცხადდა და მათ წარმომადგენელს დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.

"დღეს, 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო სხდომას ვერ დააკვირდა.

სასამართლო სხდომა დაიხურა სსსკ-ის 182-ე მუხლის საფუძველზე, საიდუმლო ინფორმაციის გამოკვლევის მიზნით. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს, მოსამართლის ჩამოსვლამდე, სასამართლო დარბაზის დატოვება მოსთხოვეს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი სსკ-ის 182-ე მუხლის "ბ" პუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით (8 837 461 ლარი) ჯგუფურად გაფლანგვას გულისხმობს.

მიმდინარე საქმე ერთ-ერთია იმ 20 სასამართლო პროცესიდან, რომლებიც  ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ  პროექტ "საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის" ფარგლებში მოექცა.


close დახურვა