logo
ENG



IBSU-ს მმართველმა საბჭომ რექტორთა განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია

15 მაი 202416:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/v7lqheppms0bg4z.jpg

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია. 

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხი მმართველთა საბჭოს საგანგებო სხდომაზე გადაწყდა.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია"- ნათქვამია განცხადებაში.

14 მაისს საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა.

უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე.


close დახურვა