ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სახმელეთო ჯარები ამაღამ "ისრაელის სახმელეთო ოპერაციებს აფართოებს". ამის შესახებ IDF-ის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ ყველა ფრონტზე ისრაელის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად", - თქვა ჰაგარიმ.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ღაზის მცხოვრებლები სამხრეთით უნდა გადავიდნენ:
"ჩვენ გავაგრძელებთ შეტევას ღაზასა და მის შემოგარენში და მოვუწოდებთ მოსახლეობას ღაზას ჩრდილოეთით, რომ სამხრეთით უკეთესი პირობები აქვთ".