logo
ENG



IDF-ის ცნობით, გუშინ ღამე ღაზაში ჰამასის 600-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

30 ოქტ 202310:11
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში ღაზაში 600-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს, მათ შორის ალ-აზჰარის უნივერსიტეტის ტერიტორიას. IDF-ში აცხადებენ, რომ მათი თავდასხმის სამიზნე იარაღების საწყობები, სამალავი ადგილები და ჰამასის პოზიციების ტერიტორიები იყო. 

აღსანიშნავია, რომ დღეს ღაზის სექტორმა მორიგი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო - გაეროს ცნობით, დღეს ღაზაში 30-ზე მეტი სატვირთო შევიდა, რაც დახმარების მიღების დაწყების დღიდან ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა ღაზის სექტორში გაიზარდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, სახმელეთო ოპერაცია რისკებს ისრაელის თავდაცვის ძალებისთვისაც შეიცავს.


close დახურვა