logo
ENG



IDF-ში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებენ

27 ოქტ 202321:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/27/4f4w82gbnzp1ap5.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სახმელეთო ჯარები ამაღამ "ისრაელის სახმელეთო ოპერაციებს აფართოებს". ამის შესახებ IDF-ის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ ყველა ფრონტზე ისრაელის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად", - თქვა ჰაგარიმ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ღაზის მცხოვრებლები სამხრეთით უნდა გადავიდნენ:

"ჩვენ გავაგრძელებთ შეტევას ღაზასა და მის შემოგარენში და მოვუწოდებთ მოსახლეობას ღაზას ჩრდილოეთით, რომ სამხრეთით უკეთესი პირობები აქვთ".


close დახურვა