logo
ENG



IDF: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

19 ივნ 202518:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/19/jz177zjco0palvu.png

The Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

IDF-ში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს.

საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე.

მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ.   


close დახურვა