ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას რამდენიმე სამიზნეზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს. მათი განცხადებით, ეს ჩრდილოეთ ისრაელზე ტერორისტული ჯგუფების მიერ განხორციელებულ განმეორებით თავდასხმებზე პასუხია.
IDF-ში ამბობენ, რომ მათი თავდასხმის ობიექტი ტერორისტული ჯგუფის სამხედრო შენაერთები და სამეთვალყურეო პუნქტები იყო.
გარდა ამისა, ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ლიბანში ჰეზბოლას თანამედროვე სარაკეტო სისტემაზეც. მათი განმარტებით, ამ რაკეტამ გუშინ ღამით ისრაელის დრონს რაკეტა ესროლა, თუმცა ის მოიგერიეს და დრონი არ დაზიანებულა.