logo
ENG



IDF: ღაზაზე იერიშის მიტანის შედეგად, ჰამასის საზღვაო ძალების მეთაური მოვკალით

24 ნოე 202308:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/24/r5ne7gqw19rbi91.png

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად, ჰამასის საზღვაო ძალების მეთაური მოკლეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიშის მიტანა დაზვერვისგან მიღებულა ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. ისრაელი აცხადებს, რომ ამარ აბუ ჯალალასთან ერთად ჰამასის კიდევ ერთი წევრი გარდაიცვალა.

IDF-ში ამბობენ, რომ ჯალალა ჰამასის საზღვაო ძალების უფროსი ოფიცერი და რამდენიმე ტერაქტის ორგანიზატორი იყო.


close დახურვა