logo
ENG



IDF: ისრაელის არმიამ ჰამასის მთავარ სამხედრო დასაყრდენზე კონტროლი მოიპოვა

09 ნოე 202316:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/7px9a2zvhfx27yu.jpeg

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჯარისკაცებმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ობიექტზე, რომელიც ჰამასისთვის მთელი ომის განმავლობაში ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა, კონტროლი დაამყარეს.

უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია არაერთი ტერორისტი და აღმოჩენილია მიწისქვეშა გვირაბები.

"მებრძოლებმა ფორპოსტის აღება 10 საათის ბრძოლის შედეგად მოახერხეს, რომლის დროსაც მათ მოკლეს ტერორისტები, ამოიღეს იარაღი, აღმოაჩინეს ტერორისტების მიწისქვეშა გვირაბები, მათ შორის ისიც, რომელიც საბავშვო ბაღის მახლობლად გადიოდა და ფართო მიწისქვეშა ქსელს უერთდებოდა”, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის განცხადებაში.

IDF-მ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლულია ჰამასის ერთ-ერთი მეთაური, ხოლო ისრაელის ფლოტის საშუალებით იერიში განხორციელდა ტერორისტების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების სისტემაზე.

გუშინ ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მებრძოლები უკვე ქალაქ ღაზის გულში იყვნენ, რომელთა ძირითადი სამიზნეც ჰამასის ინფრასტრუქტურა, მათი მეთაურები, ბუნკერები და საკომუნიკაციო ოთახები იყო.


close დახურვა