logo
ENG



IDFI: 2022-2025 წლებში ბიუჯეტიდან საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურება გაიზარდა

18 მაი 202615:08
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/18/paiokmifyd75ajp.png

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით 2022-2025 წლებში ბიუჯეტიდან საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურება გაიზარდა.

"2022-2025 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯები 78%-ით, ხოლო შტატგარეშეების 90%-ით გაიზარდა;

 2022-2024 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და სახელფასო დანამატების ხარჯები გაზრდილია ჯამში 64.8%-ით. (2025 წლის მონაცემები არ არის საჯარო);

2022-2025 წლებში შრომის ანაზღაურების ხარჯები, ყველაზე მეტად სასამართლო სისტემაში და ძალოვან უწყებებში იზრდება. მაგალითად, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯები ყველაზე მეტად 79.2 მილიონი ლარიდან 101,8 მილიონ ლარამდე (+28.5%) გაიზარდა საერთო სასამართლოებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა