logo
ENG



IDF ადასტურებს, რომ ბასიჯის ძალების სარდალი გოჰლამ რეზა სოლეიმანი მოკლეს

17 მარ 202612:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/17/f6eqjw55ck4ydez.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ადასტურებენ, რომ ღამით ირანში განხორციელებული დარტყმების შედეგად ბასიჯის ძალების სარდალი გოჰლამ რეზა სოლეიმანი მოკლეს.

The Times Of Israel თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ მისი ლიკვიდაცია იმ დროს განხორციელდა, როდესაც ის კარვების ბანაკში იმყოფებოდა, რომელიც ბასიჯმა ცოტა ხნის წინ მოაწყო.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამავე დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია ბასიჯის მეთაურის მოადგილე და პარამილიტარული ძალის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

ამასთან, The Times of Israel ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს ღამით ისრაელის არმიამ იერიშების ფარგლებში ირანის რეჟიმის უზენაესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი მიზანში ამოიღო.

ოფიციალური პირების თანახმად, ჯერჯერობით უცნობია, დაიღუპა თუ დაიჭრა იერიშის შედეგად ალი ლარიჯანი.

The Times of Israel წერს, რომ ალი ლარიჯანი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის უახლოესი პირი იყო. ის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც 10 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა.


close დახურვა