logo
ENG



IPSOS: მოსახლეობის 64 % არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს

15 ნოე 201919:48
3 წუთის საკითხავი
 
vdsssdjchl27xop.jpeg

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებისა და ახალი საპროტესტო ტალღის დაწყების ფონზე ტელეკომპანიამ „ფორმულა" კვლევით ორგანიზაცია "IPSOS" საზოგადოებრივი რეაქციის შესწავლა დაუკვეთა. კვლევა ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.  ირკვევა, რომ  პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში არჩევნებზე  გამოკითხული მოსახლეობის 20 პროცენტით მეტი წავა. კვლევის დასმული კითხვები და შედეგები ასეთია: 

პირადად თქვენ უჭერთ თუ არა მხარს არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას?

დიახ    64%

არა    9%

არ ვიცი/ უარი პასუხზე 27%

საკანონმდებლო ინიციატივა,  რომლის მიხედვითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო სრულიად პროპორციული სისტემით, ჩავარდა.  თქვენი აზრით....

ეს შედიოდა ოპოზიციის ინტერესებში   -8%

ცალკეული დეპუტატების - მაჟორიტარების ინტერესებში  - 5%

ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში - 26%

სხვა  - 6%

არც ვიცი - 55%


უნდა გამოუცხადოს თუ არა ოპოზიციამ ბოიკოტი არჩევნების ძველი სისტემით ჩატარებას?

დიახ    45%

არა    17%

არ ვიცი    38%

 

ემხრობით თუ არა ქუჩის აქციებს, კანონპროექტის გასაპროტესტებლად?

დიახ ვემხრობი    46%

არა არ ვემხრობი    35%

არ ვიცი/ უარი პასუხზე   19%

შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, რამდენად სავარაუდოა, რომ მონაწილეობას მიიღებთ არჩევნებში - თუ ის ჩატარდება სრულიად პროპორციული სისტემით? 

ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას    68%

ალბათ მივიღებ მონაწილეობას    10%

ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას    5%

ნამდვილად არ მივიღებ მონაწილეობას    4%

არ ვიცი     11%

უარი პასუხზე  2%

 

შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, რამდენად სავარაუდოა, რომ მონაწილეობას მიიღებთ არჩევნებში თუ ის ჩატარდება არსებული სისტემით? 

ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას    48%

ალბათ მივიღებ მონაწილეობას    12%

ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას    10%

ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას    15%

არ ვიცი     13%

უარი პასუხზე  2%

 

ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაციამ ადამიანები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხა. კვლევის ცდომილება 95%-იანი სანდოობით  5 %-ია.

 


close დახურვა