საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას 94% დადებითად აფასებს.
კვლევის თანახმად, ევროკავშირთან ურთიერთობას დადებითად 93% აფასებს, უკრაინასთან - 84%, თურქეთთან - 78%, სომხეთთან - 71%, აზერბაიჯანთან 68%, ჩინეთთან 64%, ხოლო ირანთან - 50%.
გამოკითხულთა 84% რუსეთთან ურთიერთობას ცუდად აფასებს, მხოლოდ 6% - კარგად.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტს.