![srr7bt1q79dgwib.jpg](/uploads_script3/news/srr7bt1q79dgwib.jpg)
IRI-ს კვლევით, მოსახლეობის 59% პასუხობს, რომ საქართველოს მომავალი პრემიერი რომელიმე პარტიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ს სურს, რომ პრემიერი დამოუკიდებელი, უპარტიო იყოს. ამავე კითხვაზე 25% პასუხობს, რომ არ იცის, ან არ აქვს პასუხი.
IRI-ს კითხვაზე, ვინ უნდა დანიშნოს მომავალი პრემიერმინისტრი, მოსახლეობის 44%-ს მიაჩნია, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობის პრეროგატივაა, ხოლო მხოლოდ 36%-ის აზრით, პრემიერი პარლამენტის მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა დანიშნოს.
კვლევა 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს პერიოდში, პირდაპირი ინტერვიუს პრინიციპით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილება 1 500-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილება +- 2.5%-ია.